ჩვენ შესახებ

Localrent.com – ადგილობრივი გაქირავების კომპანიების აგრეგატორია. ჩვენ ვპოულობთ მცირე გამქირავებლებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარ ქალაქში მუშაობენ, მათგან საუკეთესოს ვარჩევთ და ვაკონტროლებთ მათი მუშაობის ხარისხს. ჩვენი კლიენტები კი, ნებისმიერი ავტომობილის დაქირავებისას, იღებენ სტანდარტულ, მაღალი ხარისხის მომსახურებას.

ჩვენ 2011 წლიდან ვმუშაობთ და ყოველწლიურად ვემსახურებით მსოფლიოს მასშტაბით 30 000-ზე მეტ მომხმარებელს.

Kirill Antoshin
კომპანიის დირექტორი
გამარჯობა, მე კირილე მქვია. მე ვარ Localrent.com-ის დამფუძნებელი და მფლობელი, რომელიც ადგილობრივი გაქირავების კომპანიებისთვის განკუთვნილი ავტომობილების გაქირავების საბროკერო კომპანიაა. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს, რამდენიმე წუთში იქირაონ მანქანები მცირე, ადგილობრივი გაქირავების კომპანიებიდან. როგორც ბევრის შემთხვევაში, ჩემი ბიზნესი პირადი დაუკმაყოფილებელი საჭიროებით დაიწყო. მოგზაურობების დროს ხშირად ვქირაობდი მანქანას. მაგრამ არ მომწონდა ჩახლართული ქირაობის პირობები და არ მომწონდა ხელშეკრულებებში წვრილი შრიფტის კითხვა. «გარანტირებულად დაბალი ფასები» ყველა ფარული გადახდითა და მოსაკრებლით საბოლოოდ საკმაოდ დიდ თანხებად იქცეოდა. ისინი, ვინც ერთხელ მაინც იქირავეს ავტომობილი ქსელურ გაქირავების კომპანიებში, მიხვდებიან, რასაც ვგულისხმობ. 2011 წელს ჩვენ ჩავუშვით სერვისი, სადაც პირველ ადგილზე დავაყენეთ კლიენტის ინტერესები და უსაფრთხოება და არა გამქირავებელი კომპანიის. ქვემოთ, ცოტას მოგიყვებით ჩვენს სერვისზე.
Director kirill antoshin
გულწრფელობა

ფასების სრული გამჭვირვალობა ყველა ნიუანსით. არანაირი ფარული გადახდები და მოულოდნელობები. ავტომობილებისა და ყველა დაზღვევის დეტალური აღწერა. ყველაფერი დაწერილია დიდი შრიფტით და მარტივი ენით.

სანდოობა

შეკვეთისთვის საკმარისია გადაიხადოთ მხოლოდ მცირე ავანსი ფასის 15-20%-ის ოდენობით. დარჩენილ თანხას ადგილზე იხდით, როდესაც ავტომობილის გასაღებს მიიღებთ. ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევისას გადახდას გარანტირებულად დაგიბრუნებთ.

სერვისი

ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ კლიენტთან, როცა ხშირად თავად გამქირავებელი კომპანიის მფლობელი გემსახურებათ.

აირჩიეთ მიმართულება

საერთაშორისო გაქირავების კომპანიები ხშირად ვერ უზრუნველყოფენ საჭირო ხარისხის სერვისს, ამიტომ ჩვენ ვთანამშრომლობთ მცირე ადგილობრივ გამქირავებლებთან. ხშირად ეს არის ოჯახური ბიზნესი ერთი ოფისით და რამდენიმე ათეული ავტომობილით. ზოგი კომპანია ამ სფეროში 20, ზოგი კი 40 წელია მუშაობს. ჩვენ ყურადღებით ვარჩევთ პარტნიორებს, თითოეულს პირადად ვიცნობთ და მათი მუშაობის ხარისხს ვაკონტროლებთ ჩვენი კლიენტების შეფასებების საფუძველზე.
ჩვენთან მანქანის დაქირავებით, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, შეხვდეთ ან თუნდაც დაუმეგობრდეთ გაქირავების კომპანიის მფლობელს და გაცვალოთ ტელეფონის ნომრები მომავალი გამოყენებისთვის. ესენი, როგორც წესი, თბილი, შრომისმოყვარე ადამიანები არიან. საერთაშორისო კორპორაციებისა და მონოპოლიების ეპოქაში თქვენ შეძლებთ მათი მცირე ბიზნესის მხარდაჭერას. პირადად მე მომწონს ასეთ ადამიანებთან საერთო საქმის კეთება. ვფიქრობ, ეს თქვენთვისაც სასიამოვნო იქნება.
ჩვენი გუნდი
Kirill antoshin
Kirill Antoshin
კომპანიის დირექტორი
[email protected]
Varava
Aleksandr Varava
განვითარების ხელმძღვანელი
[email protected]
Pavel
Pavel Butov
ბიზნესის განვითარების დირექტორი
[email protected]
Sergey fisenko
Sergey Fisenko
მარკეტინგის დირექტორი
[email protected]
Katerina shcherbak
Kate Shcherbak
ხარისხის კონტროლი
[email protected]
Inessa kurenkova
Inessa Kurenkova
ხარისხის კონტროლი
[email protected]
Krasovskii
Alex Krasovskii
XML სუპერვაიზერი
[email protected]
Juliya yakimovich
Juliya Yakimovich
კლიენტთა მხარდაჭერის განყოფილების ხელმძღვანელი
[email protected]
Elena butova
Elena Butova
გამქირავებელ კომპანიებთან მუშაობა
[email protected]
Sergio gushchin
Sergio Gushchin
გამქირავებელ კომპანიებთან მუშაობა
[email protected]
Maksim terekhin
Maksim Terekhin
გამქირავებელ კომპანიებთან მუშაობა
[email protected]
Inna zhuravleva
Inna Zhuravleva
ზრუნვა გამქირავებელ კომპანიებზე
[email protected]
Julia ryazanova
Julia Ryazanova
ზრუნვა გამქირავებელ კომპანიებზე
[email protected]
Daria c
Daria Churakova
ზრუნვა კლიენტებზე
[email protected]
Yevhenii taran
Yevhenii Taran
ზრუნვა კლიენტებზე
[email protected]
Landik
Anna Landik
ზრუნვა კლიენტებზე
[email protected]
Valeriia zaitseva
Valeriya Zaitseva
ზრუნვა კლიენტებზე
[email protected]
Nastasiia pelypenko
Nastasiia Pelypenko
ზრუნვა კლიენტებზე
[email protected]
Denis
Denis Vakulchik
ზრუნვა კლიენტებზე
[email protected]
Krasovskaya nina
Nina Krasovskaya
ზრუნვა კლიენტებზე
[email protected]
Samonova irene
Irina Samonova
კონტენტ-მენეჯერი
[email protected]
Kyrylo fesenko
Kirill Fesenko
მოდერატორი
[email protected]
Irina aiupuva
Irina Ayupova
მოდერატორი
[email protected]
Daria
Daria Babicheva
მოდერატორი
[email protected]
Ksenia goncharova
Ksenia Goncharova
მოდერატორი
[email protected]
Fox
Sergey Kutsiy
SEO-პრომოუშენი
Alexander meleshkin
Alexander Meleshkin
ტექნიკური პროდაქტ-მენეჯერი
[email protected]
Dmitry korshunov
Dmitry Korshunov
განვითარების განყოფილება
Max
Maxim Solovev
განვითარების განყოფილება
Maxim elsukov
Maxim Elsukov
განვითარების განყოფილება
Oleg dontsov
Oleg Dontsov
განვითარების განყოფილება
Farhat
Farhat Aiupov
განვითარების განყოფილება
Maksim kuznetsov
Maksim Kuznetsov
განვითარების განყოფილება
Max buslaev
Max Buslaev
განვითარების განყოფილება
Koshunova juliа
Juliya Korshunova
QA-ტესტირება
Kirill piskarev
Kirill Piskarev
ტექნიკური მწერალი
ჩვენი საიტი იყენებს cookies-ს მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად და იმის დასადგენად, საიდან მოდიან ჩვენთან ვიზიტორები. ჩვენი საიტის გამოყენების გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენებას და ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას
დიახ, ვეთანხმები